The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო ქიქოძე

ვანო ქიქოძე
ოფიციალური სახელი:ივანე ქიქოძე
დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:30 ივნისი, 1988  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:კოლექციონერი, ფოტოგრაფი

ბიოგრაფია

დაიბადა ექიმ ტიტე ქიქოძესა და ნინო ბარათაშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში, ხოლო 1924 წელს თავის და-ძმასთან, ეკატერინესა და გიორგისთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში უმაღლესი განათლების მისაღებად. იგი ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
საქართველოში დაბრუნებული ვანო ქიქოძის ძმა - გიორგი ოთხჯერ დაიჭირეს, როგორც ევროპაში განათლება მიღებული არასაიმედო პიროვნება და ჯაშუში. ვანო ქიქოძე თავის დასთან ერთად გერმანიაში დარჩა. იმოგზაურა მაშინდელ თურქეთის ტერიტორიაზე და სლაიდებზე აღბეჭდა ქართული კულტურის ძეგლები, რომლებიც თავისის სიკვდილის შემდეგ მის საკუთრებაში დაცულ ქართული იარაღის მდიდარ კოლექციასთან ერთად უსახსოვრა საქართველოს. ამის შესახებ მოთხრობილია რეზო თაბუკაშვილის ფილმში "მიუნხენიდან საქართველოში". ვანო ქიქოძე საქართველოში მხოლოდ ერთხელ, 1979 წელს ჩამოვიდა. მოინახულა მშობლიური სოფელი, ნათესავები, ყველაფერი ფირზე გადაიღო და თან წაიღო.
1988 წლის 30 ივნისს ვანო ქიქოძე გარდაიცვალა. წელიწადნახევრის შემდეგ მისი ანდერძის თანახმად მისი ნეშტი საქართველოს მიწას მიაბარეს, იქ სადაც მისი დიდი წინაპრები ზაალ ბარათაშვილი (დედის პაპა) და გაბრიელ ეპისკოპოსი (პაპის ძმა) განისვენებდნენ. დასაფლავებულია ვაკის სასაფლაოზე თავისი ძმის გიორგი ქიქოძის გვერდით. გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფოტოგრაფი, კოლექციონერი.

წყარო: ანდერძის აღსრულება : გერმანიაში გარდაცვლილი ქართელი ემიგრანტის ვანო ქიქოძის ნეშტის გადმოსვენება საქართველოში // სამშობლო. - თბილისი, 1990. - იანვარი. - N2


გააზიარე: