შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ესტატე ფავლენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის სახელობის მოსკოვის მე-2 კადეტთა კორპუსი 1863 წელს და ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელი 1864 წელს. მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ კამპანიებში (1865, 1868), რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878), ახალთექინის ლაშქრობაში (1880-1881). 1892-1894წწ. პოლკოვნიკის წოდებით მეთაურობდა ყუბანის 1-ლ პლასტუნთა ბატალიონს. 1898 წელს გავიდა თადარიგში გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით. იყო კავკასიის ოფიცერთა სესხის კაპიტალის კომიტეტის თავმჯდომარე. თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1898). წყარო: რუსეთის იმპერატორის არმიის ოფიცრები: ria1914.info ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |