The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია გვიჩია

გია გვიჩია
Date of birth:18 May, 1962  (62 years)
Category:Businessmen, Economist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭალადიდი, ხობის რაიონი.

დაამთავრა სმოლენსკის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (რუსეთი); ლენინგრადის საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტი 1988 წელს.

მუშაობდა პეტერბურგის ლუდსახარშ "სტეპან რაზინში"; იყო რიგითი ეკონომისტი, შემდეგ კი გასაღების განყოფილების უფროსად გადაიყვანეს, მალე კომერციული დირექტორის თანამდებობა დაიკავა. XX საუკუნის 90-იან წლებში, მასობრივი პრივატიზაციის პროცესში, ლუდსახარშის აქციების საკონტროლო პაკეტი საწარმოს თანამშრომლების ხელში აღმოჩნდა. გ. გვიჩია, რომელიც ლუდის კომბინატის გერმანული კომპანიისთვის მიყიდვას აპროტესტებდა, ლუდსახარშის გენერალურ დირექტორად აირჩიეს. 2001 წლის 1 აგვისტოდან 2005 წლამდე ღია სააქციო საზოგადოება "კომბინატ სტეპან რაზინის" პრეზიდენტი იყო. 2005 წლიდან კომბინატს სახელი შეეცვალა და ეწოდა "ღია საზოგადოება "ზავოდ სოლოდა ი პივ"; 2007 წელს კომბინატი გაიყიდა, აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შემდეგ, გია გვიჩიას საკუთრებაში დარჩა მინის ქარხნები ვოლგოგრადისა და ლიპეცკის ოლქებში. რაც შეეხება სამშობლოსთან ურთიერთობას, იგი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მოწოდებას - უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს საქართველოში, მრეწველობის განვითარებისათვის ინვესტიციები განეხორციელებინათ და კაპიტალი მინერალური წყლის, "საირმის", წარმოების განვითარებისა და მისი რეალიზაციის საქმეში დააბანდა. მან წარმოება თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობით აღჭურვა, რის შემდეგაც მისი მოცულობა ერთიორად გაიზარდა და უცხოეთის ქვეყნებშიც იყიდება. სამკურნალო-მინერალური წყალი "საირმე" რამდენჯერმე წარადგინეს სანქტ-პეტერბურგის "ლენექსპო 99"-ის საერთაშორისო გამოფენაზე და ოქროს მედალი მიაკუთვნეს. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეკლესიის მშენებლობის თუ რესტავრაციის საქმეში. ასევე მონაწილეობს ქართული სათვისტომოს "ივერიის" მიერ გამართულ ღონისძიებებში. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ქველმოქმედი, მეცენატი.

წყარო: ბიზნეს და ეკონომიკური სიახლეები: bpn.ge

Awards and Honors

  • 1999 - მეგობრობის ორდენი (რუსეთი)
  • ღირსების ორდენი

Share: