The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიშა გოგრიჭიანი

მიშა გოგრიჭიანი
Legal name:მიხეილ გოგრიჭიანი
Date of birth:14 October, 1967
Date of death:13 June, 2023  (at 55 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

1990-იანი წლების დასაწყისში, მისი ფერწერული ნამუშევრები გამოჩნდა ქართულ საგამოფენო დარბაზებში და დამთვალიერებელს თავი დაამახსოვრა მინიმალისტური ხელწერით. 1990-იანი წლების ბოლოს მხატვარი საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 90-იანი წლების საქართველო ამერიკულ ყოველდღიურობას "შეუზავა" და შექმნა ნოსტალგიური ხასიათის სურათების რამდენიმე სერია. საქართველოში დაბრუნებული თანამშრომლობდა "დედიკას გალერეასთან", სადაც მისი ნამუშევრები ხშირად იყო გამოფენილი. 2010 წელს გაიხსნა მისი პირველი გამოფენა - "მამაჩემის მონადირე ძაღლები". ამას მოჰყვა გამოფენები: "ალპინისტის დღიური" (2013), "სცადეთ კიდევ ერთხელ" (2014), "პროცენტები" არტისტერიუმის ფარგლებში (2015), "მხატვრის სახლი" (2016), "კლასი / ბედნიერი ბავშვობა" (2017 ), "თუ არ შეგიძლია ფრენა, ისწავლე ვარდნა" (2018). 2019-2020წწ. მონაწილეობდა "დედიკას გალერეაში" მოწყობილ ჯგუფურ გამოფენებში სახელწოდებით "პერ ასპერა" და "მიყვარს ყავა, მიყვარს ჩაი".  გარდა ამისა, ხელოვანი აქტიურად მონაწილეობდა ედინბურგის, ვაშინგტონის, პარიზის, ლონდონისა და სხვა ქალაქების ჯგუფურსა თუ პერსონალურ გამოფენებში. 2021 წელს კულტურის სამინისტრომ პროექტის - "ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება / სამუზეუმო ფონდების შევსება" - ფარგლებში სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო და შეიძინა ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომლებმაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შესაბამის ფონდებში დაიდო ბინა. მათ შორის არის მიშა გოგრიჭიანის ფერწერული ტილოც - "გალოთებული ინტელიგენტი".

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი: facebook.com; ახალი და უახლესი ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.gedigest.ge ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 148-149


Share: