შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერემია სვანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობიო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956 წელს იგი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასში ჩაირიცხა და დაიწყო მოღვაწეობა სცენაზე. მის მიერ განსახიერებულ როლებს შორის არის: ერეკლე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), აბესალო (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), იაზონი (ლ. სანიკიძის "მედეა"), კასიო (შექსპირის "ოტელო"), სიმონიკა (დ. კვიცარიძის "გამარჯობა ჩემო ქალაქო"), ზვიად სპასალარი (კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა"), ელიზბარი (ა. ჩხაიძის "თავისუფალი თემა"), ადიკო (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ლიმონა (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), გამომძიებელი (რ. მიშველაძის "ჩემი ქუთაისი") და სხვა. გადაღებულია რამდენიმე ქართულ მხატვრულ ფილმში: "საბუდარელი ჭაბუკი" (რეჟ.: შ. მანაგაძე, 1957), "პიერი, მილიციის თანამშრომელი" (რეჟ.: დ. რონდელი, 1965), "მოიტაცეს თამარ ქალი" (რეჟ.: ლ. გორდელაძე, 1971); 2009-2010 წლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობის წინ საზეიმოდ გაიხსნა ერემია სვანაძის სახელობითი ვარსკვლავი. თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: "ივერიელი": dspace.nplg.gov.ge; ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ოფიციალური გვერდი: facebook.com; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.58 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |