Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა ყიფიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1939 წელს. 1940-1945წწ. - ტყვარჩელის თბოელექტროსადგურის მორიგე ინჟინერი; 1945-1947წწ. - "საქენერგოს" ცენტრალური სადისპეტჩეროს დისპეტჩერი; 1948 წლიდან - ხრამჰეს-1 ელექტროსაამქროს უფროსი; 1954-1957წწ. - ელსადგურის მთავარი ინჟინერი; 1958-1964წწ. - დირექტორი; ამ პერიოდში ჰიდროელექტროსადგურში დაინერგა მრავალი ტექნიკური სიახლე, მათ შორის, ელსადგურის მართვის სრული ავტომატიზაცია და ტელემექანიზაცია; 1963 წელს მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ხრამჰეს-2-ის ექსპლუატაციაში მიღება და ათვისება; 1964 წლიდან თბილისის დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებათა საქსელო საწარმოს უფროსი. მრავალი რაციონალიზატორული წინადადებისა და გამოგონების ავტორი. დაჯილდოებული იყო ორდენებით და მედლებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.357 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |