შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა კურდღელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით 1990 წელს. 1992 წელს იყო ქალაქ ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგური ტექნიკოსი; 1994-1997წწ. საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის სატვირთო განყოფილების უფროსი; 1997-2011წწ. შპს "დოკტრანსშიპმენტის" დირექტორი; 2005-2011წწ. შპს "პრომეტკო ჯორჯიას" და შ.პ.ს "ჯეეკოს" ხელმძღვანელი; 2006-2010წწ. ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრი; 2012 წლიდან "კავკასუს მეტალს ტერმინალის" დირექტორი. 2017-2021წწ. იყო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი. წყარო: საინფორმაციო სააგენტო : tvfree.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |