The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეო შერვაშიძე

ლეო შერვაშიძე
ოფიციალური სახელი:ლეონიდე შერვაშიზე
დაბადების თარიღი:16 ნოემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:23 ივლისი, 2003  (92 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოხუმი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პარიზი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის სატრანსპორტო ინსტიტუტი 1945 წელს. 1948-1951წწ. იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (ახლანდ. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი) ასპირანტი.

დაიბადა იმხანად პარიზში მცხოვრები აფხაზი თავადის ოჯახში 1910 წელს. 1951 წლიდან იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი. 1957-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის ენის, ლიტერატურის და ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ანთროპოლოგიისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ. მისი სამეცნიერო კვლევის სფერო იყო ანტიკური და შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნება - ხელნაწერთა შემკულობა, მონუმენტური მხატვრობის ძეგლები, ქართული და აფხაზური ხელოვნება. მრავალი წელი მიუძღვნა ძველი ქალაქების - დიოსკურიისა და სებასტოპოლისის ნაშთების შესწავლას, მ. შ., არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას შავ ზღვაში. მუშაობდა აფხაზი და ქართველი წარჩინებულ გვარების გერბების მოძიება-აღდგენის საკითხებზე, შარვაშიძეთა გენეალოგიაზე. თავადაც ხატავდა, გამოფენებში მონაწილეობდა 1932 წლიდან. იყო არაერთი წიგნის ილუსტრატორი. შერვაშიძის ნამუშევრები დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, სოხუმის დ. გულიას სახელობის მუზეუმში. ანდერძის თანახმად დაკრძალულია სოხუმში. ხელოვნების ისტორიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

წყარო: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი: gch-centre.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1963-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 - აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: