შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე დიდებულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ატოცი, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი. მსახურობდა რუსეთის იმპერიის, შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის არმიაში. ლაიბ-გვარდიის ლიტვის პოლკის პორუჩიკი. პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთის ფრონტზე ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის მიღებული აქვს გიორგის იარაღი მორთული ვადით (1916). გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა სამხედრო საქმეთა კომისარიატში. 1937 წლისთვის იყო აფხაზეთის ასსრ განათლების სახალხო კომისარიატის სამხედრო ინსპექტორი. 1937 წლის ივნისში დააპატიმრეს "კონტრრევოლუციური მავნებლური ორგანიზაციის" წევრობის ბრალდებით და დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; 1914–1918 წლების ომის გმირების ხსოვნას: gwar.mil.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |