შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იზოლდა ბაზღაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ვ.ი. ლენინის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი სპეცილობით არაორგანულ ნივთიერებათა და სასუქების ქიმიური ტექნოლოგია 1968 წელს. 1967–1969წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ანალიზური ქიმიის კათედრის ლაბორანტი შეთავსებით; 1969–1980წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ანალიზური ქიმიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1980–1982წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოსდაცვის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1990–1993წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1993–2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის დოცენტი; 2006 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის და სახელმძრვანელოს ავტორი. წყარო: საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის ვებგვერდი: gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |