Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ელიზბარ მაყაშვილი
Date of birth: | 26 May, 1904 |
Date of death: | 6 June, 1991 (at 87 years) |
Burial location: | კალვისონი |
Category: | Manufacturer, Publicist, Public Man |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი იყალთო. 1922-1927 წლებში მონაწილეობდა ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულ პარტიზანულ ბრძოლებსა და არალეგალურ მუშაობაში. იგი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული იყო, ოღონდ უშუალოდ მის რაზმში არ იბრძოდა – "ზურგში" მუშაობდა. 1927 წელს ჩეკიტების გამუდმებული დევნისა და მოსალოდნელი დაპატიმრების გამო ელიზბარი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. საქართველოდან ელიზბარ მაყაშვილი, ორ მეგობარსა და თანამოაზრესთან ერთად, აჭარელი გამცილებლის დახმარებით ოსმალეთში მალულად გადავიდა, შემდეგ კი საფრანგეთში წავიდა. ის სამხრეთ საფრანგეთში დაფუძნდა. საფრანგეთში ელიზბარმა რამდენიმე პროფესია გამოიცვალა: იყო კომივიაჟორი, მისდევდა მევენახეობას, ამზადებდა მაწონს. პერიოდულად ჩადიოდა პარიზში, რათა მონაწილეობა მიეღო ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 60-იან წლებში "სუხიშვილების" მოცეკვავეების მეშვეობით მიაკვლია თავისი ძმისშვილის, მიხელ მაყაშვილის კვალს, რომელიც მისი ერთადერთი ნათესავი იყო საქართველოში. ელიზბარ მაყაშვილი 80-იანი წლებიდან განმარტოებულად ცხოვრობდა მონპელიეს მახლობლად, ფრანგ მევენახეთა სოფელში. 1989 წელს მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მას თავის მოვლა აღარ შეეძლო და ქალიშვილის ოჯახმა იგი მოხუცებულთა თავშესაფარში გადაიყვანა, ქალაქ ნიმში, იქვე გარდაიცვალა 1991 წლის 6 ივნისს, დასაფლავებულია კალვისონში.
წყარო: გაქცევა : ფრაგმენტი ელიზბარ მაყაშვილის მოგონებებიდან / ბიძინა მაყაშვილი // ქართული ემიგრაცია: სამეცნიერო ჟურნალი . – თბილისი . – 2013 . – N1(4) . – გვ. 176-177; საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი "არილი": arilimag.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.
|