The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით შავგულიძე

დავით შავგულიძე
Date of birth:1906
Date of death:2000  (at 94 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1931 წელს.

1931-1939წწ. - "საქსოფლელექტროს" საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილების ინჟინერი, საქართველოს მაღალი ძაბვის ელექტროქსელების სამმართველოს ქუთაისის უბნის უფროსის მოადგილე, რიონჰესის მორიგე ინჟინერი, თბილისში ცენტრალური სადისპეტჩერო პუნქტის დისპეტჩერი, "საქენერგოს" მესამე საქსელო რაიონის მთავარი ინჟინერი, სამტრედიის რაიონული სადისპეტჩერო სამმართველოს უფროსი; 1939-1953წწ. - რიონჰესის ელექტროსაამქროს უფროსი; 1959-1955წწ. - გუმათჰესის მშენებლობის მთავარი ენერგეტიკოსი; 1955-1958წწ. - ლაჯანურჰესის და მშენებარე გუმათჰესების დირექტორი; 1958-1978წწ. - გუმათჰესების კასკადის დირექტორი; 1958-1967წწ. - საქართველოს კპ ქუთაისის რაიკომის პლენუმის წევრი, ქუთაისის საქალაქო კომიტეტის წევრი, ქუთაისის მშრომელთა საქალაქო საბჭოს დეპუტატი. 1974 წლიდან გარდაცვალებამდე - "საქენერგოს" სასწავლო კომბინატის დირექტორის მოადგილე. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.360

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: