The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ტერნიკოგოსოვი

Date of birth:1855
Date of death:1931  (at 76 years)
Category:Medical Doctor, Public Man

Biography

ექიმი ნიკოლოზ ტერნიკოგოსოვი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფოთში, იგი საკუთარ სახლში იღებდა პაციენტებს და სამედიცინო დახმარებას უწევდა. ყველაზე საყურადღებოა მისი ანდერძი. ამონაწერი ქალაქის საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის ოქმიდან (1931 წლის 29 იანვარი). "ინფორმაციული მოხსენება ქ. ფოთის ნოტარიუსის ამხ. ლ. კუჭუხიძესი. ექიმ ტერნიკოგოსოვის გარდაცვალების დროს დატოვებული ანდერძის შესახებ. ხსენებული ტერნიკოგოსოვი, თანახმად მის მიერ დატოვებული ანდერძისა, მოძრავ ქონებას უანდერძებდა საკუთრებად მის მეუღლეს ანნას, ხოლო სახლს ხირურგიული ხელსაწყოებითა და სამედიცინო წიგნების ბიბლიოთეკას კი უანდერძებს მასვე მისი სიცოცხლეში მფლობელობის სახით და ცოლი მისი ანნას სიკვდილის შემდეგ კი უნდა დარჩენოდა ქალაქ ფოთის საბჭოს როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონება. შენობაში კი უნდა მოწყობილიყო ტერნიკოგოსოვის სახელობის სამკურნალო ღარიბ ავადმყოფთათვის. ხირურგიული ინსტრუმენტები რჩებოდა ქალაქს ამავე საავადმყოფოსათვის. ანდერძის წარმოდგენის დროს, ქვრივმა ანნა ტერნიკოგოსოვამ განმიცხადა, რომ ის თხოულობს მოძრავ ქონებას მის სახელზე, თანახმად ანდერძისა, ხოლო რაც შეეხება სახლს, ქირურგიულ ხელსაწყოს, საექიმო წიგნების ბიბლიოთეკას და სამედიცინო ავეჯეულობას, ასეთებს ნებაყოფლობით ახლავე უთმობს და უარს აცხადებს ამ ქონების მფლობელობაზე. ხოლო თხოულობს, რომ მას ამავე სახლში დაეთმოს მის სიცოცხლეში საცხოვრებლად ორი პატარა ოთახი, რაც მისი სიკვდილის შემდეგ გადაეცემა საბჭოს, თანახმად ხსენებულ ნოტარიუსის წარმოდგენილი წერილობითი მოხსენებისა. როგორც სახლი, ისე მთელი ზემოხსენებული ინსტრუმენტები და ავეჯეულობა შეფასებულია დალუქული საერთო წესით." ნიკოლოზ ტერნიკოგოსოვმა ფოთს დაუტოვა საკუთარი სახლი, რომელიც  წარმოადგენს უნიკალურ არქიტექტურულ ნიმუშს, აგებულია არქიტექტორ ედმუნდ ფრიკის მიერ 1894 წელს. მისი ანდერძის თანახმად, სახლი უნდა გადასცემოდა ქალაქს მხოლოდ და მხოლოდ იმ ფუნქციით, რომ ემკურნალათ ღარიბი, ავადმყოფი ბავშვებისათვის. ნიკოლოზ ადამის ძე ტერნიკოგოსოვი კი მისივე სახლის ეზოშია დაკრძალული.

წყარო: გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალურ ვებგვერდ: kvirispalitra.ge


Share: