Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერი შამათავა![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1966 წელს. 1961-1963წწ. მუშაობდა ქარხანა "ელექტროძრავაში" ამწყობ ზეინკლად; 1967-1970წწ. - სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად, უმცროს მეცნიერ-მუშაკად; 1970-1973წწ. სწავლობდა მოსკოვში სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1973-1982წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1982). 1982-1987წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობაში ელექტრული ენერგიის გამოყენების კათედრაზე ჯერ ასისტენტად, 1985 წლიდან - დოცენტად. 1996-1998წწ. - საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სასწავლო მეთოდური განყოფილების უფროსი; 1998-2005წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო-მეთოდური სამმართველოს უფროსი; 2005-2006წწ. - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი; 2006 წლიდან - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 24 სამეცნიერო შრომა, მათ შორის, 9 მეთოდური მითითება და ერთი პატენტი გამოგონებაზე. არის მოსკოვის სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენის მონაწილე. დაჯილდოებულია ორჯერ "ბრინჯაოს მედლით". წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.364 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |