Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით შარიქაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტროსადგურები" 1980 წელს. 25 წლის განმავლობაში მუშაობდა გარდაბნის რაიონულ ელექტროსადგურში და განვლო გზა ელექტროსაამქროს უფროსი მორიგე მონტიორიდან საწარმოო-ტექნიკური სამმართველოს უფროსამდე. ტექნიკურ სამმართველოში მისი მუშაობის პერიოდში დაიწყო 300 მვტ სიმძლავრის N9 და 10 ენერგობლოკების მშენებლობა, მონტაჟი და მოხდა მათი ექსპლუატაციაში მიღება, ამოქმედდა ახალი მართვის ფარი, ახალი წყალ-ქიმიური საამქრო, დამუშავდა რუსერსგამოვლილი ენერგობლოკების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების ღონისძიებები; 2005 წლიდან მუშაობს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ; 2012 წლიდან - უფროსად; დიდი წვლილი მიუძღვის არსებული ელექტროსადგურების რეაბილიტაციის განხორციელებაში. აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პერსპექტიული ჰესების საკითხებზე. ჩართულია მსოფლიო ბანკის დავალებით ხუდონის ჰესის პროექტის შესწავლაში მისი განხორციელებადობის დადგენის მიზნით. არის რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადებისა და გამოგონების ავტორი და თანაავტორი. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის აკადემიური დოქტორი (2016). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.365 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |