The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი შაშვიაშვილი

Date of birth:11 July, 1945  (79 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1964 წლიდან მუშაობდა "თბილგაზის" სამმართველოს რაიონულ საექსპლუატაციო კანტორაში რიგით თანამშრომლად, ოსტატად, 1972 წლიდან სამსახურის უფროსად; 1977 წლიდან - ცენტრალურ აპარატში "თბილგაზის" სამმართველოს გაზის აღრიცხვის და გაზმომარაგების სამსახურის უფროსის მოადგილე; 1981 წლიდან - სამსახურის უფროსი; 1986 წლიდან - გაზმომარაგების სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1988 წლიდან - განყოფილების უფროსი; 1996 წლიდან - სს "თბილგაზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1999 წლიდან - "საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციაში" გაზმომარაგების რეჟიმების დეპარტამენტის უფროსი. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაფუძნების შემდეგ, 2000 წლიდან - კომპანიის დეპარტამენტის უფროსი; 2002 წლიდან - ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; 2005 წლიდან - გენერალური დირექტორი; 2005 წლიდან - "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში" - გენერალური დირექტორი; 2008 წლიდან - კომპანიის საინჟინრო ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. მიღებული აქვს სამთავრობო და საუწყებო ჯილდოები, მედლები, სიგელები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.366

Awards and Honors

  • საქართველოს გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი

Share: