The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ გაბუნია

ნიკოლოზ გაბუნია
Date of birth:29 November, 1963  (61 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1972-1982 წლებში სწავლობდა თბილისის ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო 1988 -1994 წლებში სწავლა განაგრძო რეპინის სახელობის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის აკადემიურ ინსტიტუტში (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი). მიღებული აქვს მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი.  

1997-2000 წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, არქიტექტურის ინსტიტუტში პედაგოგად (ხატვა, ფერწერა); 1998-2009 წწ. აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას ი. ნიკოლაძის  სახელობის სამხატვრო სასწავლებელში (ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია); 2009 წლიდან ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პედაგოგია (ფერწერა); 2010-2012 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში; 1997 წელს მოეწყო მხატვრის გამოფენა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 2008 წელს გალერეა "Ratio", 2012 წელს გალერეა "ბაიაში", 2008 წელს VTB - ბანკის ვაკის ფილიალში, 2008 წელს USAID -თბილისში, 2008 წელს აშშ - ს საელჩოში (თბილისი), 2013 წელს გალერეა "სფუმატო", 2014 წელს სილვანა გალერეა გლინდეილი (კალიფორნია), 2015 წელს აბრეშუმის გზა (დუნხუანი) ინტრენაციონალური ექსპო (ჩინეთი), 2016 წელს ვერნადსკის სახელობის გეოლოგიის მუზეუმში (ქართველი მხატვრების გამოფენა, რუსეთი, მოსკოვი), 2016 წელს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, 2017 წელს არტ ფესტივალი კარუსელ დე ლუვრში (პარიზი), 2017 წელს გალერეა "სფუმატო" (ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა "თაობათა ცვლა"), 2018 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივესიტეტში; ჯგუფური გამოფენები: საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენები საქართველოს ეროვნული გალერეაში 1997-2002 წლებში, 2009 წელს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში, 2010 წელს გალერეა "უნივერსიში", 2012 წელს თი ბი სი ბანკის საგამოფენო დარბაზი, 2012 წელს გალერეა "ART Space-ში", 2012 წელს გალერეა "მუზა", 2013 წელს გალერეა არტ კაფე "სფუმატო", 2013 წელს საქართველოს ეროვნული გალერეაში, 2013 წელს გამოფენა-აქცია რუსთაველზე.

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1997-)

Share: