The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკა ჩოხელი

ეკა ჩოხელი
Date of birth:11 December, 1970  (54 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით, სპეციალობა: "შრომის ორგანიზაცია და ნორმირება" 1992 წელს;  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სპეციალობით: "სამრეწველო წარმოების ეკონომიკა" 1995 წელს.

1993 წლიდან მუშობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: 1993-1998წწ. უ/მასწავლებელი, მასწავლებელი, უ/ლაბორანტი; 2005 წელს მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2004-2006წწ. სამაგისტრო პროგრამის "ფირმის ეკონომიკა" ხელმძღვანელი; 1998-2006წწ. დოცენტი, მენეჯმენტის მიმართულებით; 1998-2006წწ. შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი; 2008-2010წწ. ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტის მიმართულებით, საერთაშორისო სამართლისა და მართვის ქართულ-ბრიტანული უნივერსიტეტი; 2008-2010წწ. საქართველოს უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტის მიმართულებით; 2011 წელს კონსულტანტი ბიზნესის მართვის სწავლების მიმართულებით, ასოციაცია "ამაგდარი"; 2011-2012წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უწყვეტი საგანმანათლებლო პროგრამის "მენეჯმენტი" ხელმძღვანელი; 2006 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტისა და ადმინისტრირების მიმართულებით. მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1998წ.), ეკონომიკის დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "დარგობრივი მართვის რეორგანიზაცია და ახალი საბაზრო სტრუქტურების ფორმირების კანონზომიერებანი ღვინის მრეწველობაში".

წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: old.tsu.ge

Bibliography


Share: