Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ზურაბ ჩიკვილაძე
Date of birth: | 23 December, 1966 (58 years) |
Category: | Public official, Historian, Political Scientist |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი სპეციალობა პოლიტოლოგია 1990 წელს; ოფიციალური პირებისთვის განკუთვნილი სახალხო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის კურსი ქ. მაასტრიხტი 1995 წელს. 1991 წელს იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების და ბიზნესის ინსტიტუტის, პოლიტოლოგიის კურსის ლექტორი; 1991-1992წწ. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს კომისიის მდივანი ახალგაზრდობის საკითხებში; 1992-1993წწ. საქართველოს პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი; 1993-1994წწ. საქართველოს პარლამენტის სპიკერის თანაშემწე; 1994-1996წწ. დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი, გენერალური მდივნის მოადგილე; 1996-1998წწ. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 1998-1999წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სომხეთის რესპუბლიკაში; 2001-2005წწ. შპს "პროფკურორტი" მმართველი დირექტორი; 2005-2009წწ. შპს "ფერრუმი"-ს გენერალური დირექტორი; 2009-2012წწ. სამშენებლო კომპანია "აქსისი"-ს ბიზნეს და შოპინგ ცენტრის დირექტორი; 2012-2014წწ. შპს "გიზინი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი; 2014 -2021წწ. ჩუღურეთის რაიონის გამგებელი; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი. ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი. საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარი.
წყარო: თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge
|