The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოჩა შონია

გოჩა შონია
Date of birth:31 December, 1966  (59 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1991 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ენერგეტიკოსის კვალიფიკაცია. 

1995-1997წწ. იყო გარდაბნის თერმო ელექტროსადგური, წამყვანი ინჟინერი; 1998-2000წწ. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ექსპერტი; 2002 წლიდან - ეკონომიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2002-2004წწ. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2005-2008წწ. მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი; 2008-2011წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ტარიფებისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტში ელექტროენერგეტიკის სამმართველოს უფროსი; 2011-2017წწ. საქართველოს ენერეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი; 2017 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი მეორე ვადით; აქტიურად მონაწილეობს ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA), ევროკავშირის ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy-Community), INOGATE-ის, აშშ-ის კომუნალური რეგულირების კომისიების ნაციონალური ასოციაციის (NARUC), აშშ-ის ენერგეტიკული ასოციაციის, აშშ-ის ვერმონტის, კენტუკისა და ოჰაიოს შტატების მარეგულირებელი კომისიების, ლიტვის მარეგულირებელი კომისიის, ავსტრიის მარეგულირებელი კომისიის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტებში, სალიცენზიო და მომხმარებელთა სამუშაო ჯგუფების, სატარიფო კომიტეტების მუშაობაში, გენერალური ასამბლეის სხდომებსა და საინვესტიციო კონფერენციებში. მიმდინარე პროექტებიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი ჩართულობა NARUC-ისა და USAID-ის დაფინანსებით შავი ზღვის გადამცემი ხაზის პროექტში, რომელშიც მონაწილეობენ პროექტის წევრი ქვეყნების მარეგულირებლები და გადაცემის სისტემის ოპერატორები. არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელი ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) პრეზიდიუმში. ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.372-373; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია: gnerc.org


Share: