The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ხარიტონაშვილი

ჯემალ ხარიტონაშვილი
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვეჯინი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1971 წელს; ასპირანტურა ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის სპეციალობით 1975 წელს.

1973 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პსოფესორი; 1980 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება; 2006 წლიდან არის თსუ-ს ასოცირებულ პროფესორი; 2009-2014წწ. თსუ- ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის პრინციპების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2014 წლიდან საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი; სხვადასხვა წლებში ასწავლიდა თბილისის, საგარეჯოს, გურჯაანის და ახალციხის 22 უმაღლეს სასწავლებლში, იყო თბილისის ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, თსუ-ს  საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის გამგის მოადგილე, თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის კათედრის გამგის მოადგილე, თსუ - ს მესხეთის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კათედრის გამგე, იმავე ფილიალის დაუსწრებელი სექტორის კურატორი. გამოქვეყნებული აქვს: 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი  ქართულ, რუსულ, ინგლისურ, სპარსულ, თურქულ, პოლონურ ენებზე, მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი: old.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევრო-ამერიკული ასოციაცია "SEPiKE 1901", წევრი (2016-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: