The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იული შტაერმანი

დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:1978  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოგილიოვ-პოდოლსკი, უკრაინა.

დაამთავრა ქ. ციურიხის (შვეიცარია) ფედერალური უმაღლესი ტექნიკური სკოლა 1916 წელს; კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1920 წელს.

საინჟინრო საქმიანობა დაიწყო ქ. სევასტოპოლში. 1921 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში და მონაწილეობდა ზაჰესის დაგეგმარებასა და მშენებლობაში. 1928 წლიდან მუშაობდა ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე, კითხულობდა ლექციებს თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პირველმა დაამუშავა და დანერგა წარმოებაში გადახურვის ახალი კონსტრუქცია. 1954 წელს დაიბეჭდა ნაშრომი ამ კონსტრუქციის მშენებლობაში დანერგვის გამოცედილების შესახებ; 1955 წელს შემუშავდა მისი წარმოებაში გამოყენების ნორმატიული მითითებების პროექტი; 1958 წელს გამოიცა მისი ნაშრომი "დაანკერებული წინასწარ დაძაბული კაშხლები"; 1958-1965წწ. ინტენსიურად მუშაობდა ცემენტის ვიბროაქტივირებისა და ბეტონის კომპლექსური ვიბროდამუშავების საკითხებზე. წლების განმავლობაში, ხელმძღვანელობდა ბეტონისა და რკინაბეტონის განყოფილებას. მისი ხელმძღვნელობით დაცული იქნა მთელი რიგი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. კონსულტაციას უწევდა აზერბაიჯანის სპეციალისტებს. გამოაქვეყნა 150 სამეცნიერო ნაშრომი რესპუბლიკურ და საკავშირო გამოცემებში. წლების განმავლობაში იყო საკავშირო ჟურნალ "ჰიდროტექნიკური მშენებლობის" რეცენზენტი და კონსულტანტი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ელექტრომრეწველობის საკავშირო სამეცნიერო ტექნიკურ საზოგადოების მუშაობაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1943), პროფესორი (1932).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.374

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: