The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ბოკუჩავა

ნანა ბოკუჩავა
Date of birth:14 January, 1941  (84 years)
Category:Scientist, Educator, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1966 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის კათედრის ასპირანტურა 1974 წელს.

1967 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1967-1998წწ. -  ფიზიკური და კოლოიდური  ქიმიის კათედრის ლაბორანტი, ასპირანტი, უმცროსი, უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი, ასისტენტი, უფროსი მსწავლებელი, დოცენტი; 1998-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის მიმართულების პროფესორი; 2008-2016წწ. კათედრის გამგე; 2008 წლიდან ტრადიციული ტექნოლოგიების სასწავლო - სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის მიმართულების სრული პროფესორი. ავტორია 200 - მდე სამეცნიერო ნაშრომის, 12 სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის. მიღებული აქვს საავტორო მოწმობები, გამოგონებები, პატენტები, სერტიფიტიკატები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სადოქტორო დისერტაციები და სამაგისტრო ნაშრომები. ქიმიის მეცნიერებათა კანდიტატი,  ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორგანული ნივთიერებები და მიკროელემენტები საქართველოს სამკურნალო ტალახებში", დაიცვა 1987 წელს (როსტოვი, რუსეთის ფედერაცია); სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს სამკურნალო ტალახები: ფიზიკურ-ქიმიური ანალიზი, კლასიფიკაცია, გამოყენების პერსპექტივა", დაიცვა 2005 წელს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ვებგვერდი: gtu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი (1991-)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭო, წევრი (199-)

Bibliography


Share: