The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ სურგულაძე

ვახტანგ სურგულაძე
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, ექიმის კვალიფიკაციით
(სერტიფიცირება: ზოგადი თერაპია, ენდოკრინოლოგია) 1992 წელს; კავკასიის ბიზნეს სკოლა, MBA Health Care Administration 2003 წელს; Georgian State University, Atlanta USA ადამიანური რესურსების მენეჯმენტი 2004 წელს; Boston University, Boston USA ეკონომიკის ძირითადი ელემენტები და საერთაშორისო ჯანდაცვის დაფინანსება 2005 წელს; Cambridge. England-"The Global Health Leadership Forum" 2008 წელს; Barkley. USA "The Global Health Leadership Forum" 2009 წელს.

1992 -1994წწ. იყო ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ედნოკრინოლოგი; 1994-1994წწ. UMCOR გაერთიანებული მეთოდისტთა დახმარების კომიტეტის სამედიცინო პროგრამების მენეჯერი; 1994-1996წწ. ოჯახის ექიმთა კომპანია "კურაციო"-ს მთავარი ექიმი, სამედიცინო მენეჯერი; 1996-1999წწ. სამედიცინო სამსახური 009  დამფუძნებელი, მფლობელი, გენერალური მენეჯერი; 1999 წელს CERMA საწარმოთა რესტრუქტურიზაციის და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის ბუღალტერი; 1999-2003წწ. CERMA  საწარმოთა რესტრუქტურიზაციის და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი / მსოფლიო ბანკის პროექტი - ფარმაცევტული პროექტი "კარდუ" კონსულტანტი; ჩეხურ - ქართული კომპანია "ლეჩივა-გეო"-ს ჯგუფის კოორდინატორი; თბილისის ფარმაცევტული ქარხნის რესტრუქტურიზაციის პროექტის კლასტერინგის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2003 წელს თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2003-2007წწ. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე - სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი; 2007 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის კურსი - საქართველოს უნივერსიტეტის ცენტრის ხელმძღვანელი; 2007-2010წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს უფროსი; 2010-2011წწ. შპს "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი; 2011 წელს შპს "რეფერალური საავადმყოფო"-ს გენერალური დირექტორი; 2011-2012წწ. შპს "ჯეო ჰოსპიტალი"-ს პროექტის კოორდინატორი; 2012-2013წწ. შპს "ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის" სამედიცინო პერსონალის გადამზადების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2012-2019წწ. კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი; 2012-2014წწ. შპს საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი; 2015-2016წწ. სს სადაზღვევო კომპანია "უნისონის" სამედიცინო ზარალების დეპარტამენტის უფროსი; 2016 წელს რუსთავის სამშობიარო სახლის აღმასრულებელი დირექტორი; 2017 წელს პატარკაციშვილის სახელობის კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი; 2017-2018წწ. კონსილიუმ "მედულა"-ს ადმინისტრაციული დირექტორი; 2019 წლიდან უნივერსიტეტ "ნიუ ვიჟენის" ასოცირებული პროფესორი; 2019 წლიდან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი მოწვეული ლექტორი; 2018 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2019 წლიდან კენ უოკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი; აქტივობა: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი, გარემოს დაცვის კომისიის წევრი; საარჩევნო ფორმა: პროპორციული სიით, საარჩევნო სუბიექტი: "ლელო საქართველოსთვის".

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


გააზიარე: