Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კაპიტონ გოგოლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1939 წელს. 1939-1941წწ. მუშაობდა ახალციხისა და ბოგდანოვკის რაიონში სოფლის საექიმო უბნის გამგედ; 1941-1947წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში, სადაც ჯერ იყო სანიტარული ნაწილის უფროსი, შემდეგ მედიკი სანიტარული ბატალიონის ქირურგი ორდინატორი, ხოლო შემდეგომში ავიო ლაზარეთის უფროსი; სამამულო ომის დროს კაპიტონ გოგოლაძის მიერ გამოჩენილი თავგანწირვა ჯარისკაცებისა და მეთაურების სიცოცხლის გადასარჩენად აღწერილია სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ჩანაწერებში, რომელიც იუწყება, რომ 25 აგვისტოს სამხედრო სამედიცინო ბატალიონის საჰაერო იერიშისა და დაბომბვის დროს ქირურგი გოგოლაძე საოპერაციო მაგიდასთან იმყოფებოდა, საფრთხის მიუხედავად მან არ შეაჩერა მუშაობა და გადაარჩინა მეთაურის სიცოცხლე. 4 დღე-ღამის განმავლობაში დაჭრილთა დიდი ნაკადის გამო მას არ მიუტოვებია საოპერაციო ოთახი. დროულად და ბრწყინვალედ შესრულებულმა სამუშაომ გადაარჩინა ათობით ჯარისკაცის სიცოცხლე. აღწერილია, რომ 25-დან 28 აგვისტომდე მან უმკურნალა 200-მდე ადამიანს და ჩაატარა 69 ოპერაციული სამუშაო; სამამულო ომის დასრულების შემდეგ 1947-1952წწ. მუშაობდა ბოგდანოვკის რაიონში გარელოვკის საავადმყოფოს გამგედ, სადაც არჩეული იყო სასოფლო საბჭოს დეპუტატად; 1952 წლიდან გადავიდა ჩოხატაურის რაიონული საავადმყოფოს ქირურგ ორდინატორად, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე, ითვლებოდა საავადმყოფოს ერთ-ერთ წამყვან ქირუგად. ხშირად უხდებოდა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებაც; 1951 წელს გაიარა ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში დახელოვნების ციკლი ქირურგიაში; 1970 წელს იმავე ინსტიტუტში მეორედ გაიარა დახელოვნების ციკლი ზოგადი ქურურგიის განხრით; კ. გოგოლაძის მიერ ჩატარებულ ოპერაციების ჩამონათვალში შედის როგორც ზოგად ქირურგიული, უროლოგიური, გინეკოლოგიური, ტრავმატოლოგიური და მამოლოგიური ოპერაციები მინიმალური ლეტალური გამოსავლით. ზოგადი ქირურგი, ონკოლოგი, მე-3 რანგის სამხედრო ექიმი. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |