The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ჩაკვეტაძე

ზურაბ ჩაკვეტაძე
Date of birth:20 February, 1948  (77 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზუბი, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა ქ. წულუკიძის სოფლის მეურნეობისა და ელექტროფიკაციის ტექნიკუმი 1967 წელს და მიენიჭა ელ. ტექნიკოსის კვალიფიკაცია; 1975 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტი სპეციალობით "მარგი წიაღისეულის საბადოთა დაზვერვის ტექნიკა და ტექნოლოგია" და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია.

მუშაობა დაიწყო ს/გ "საქნავთობის" აღმოსავლეთ საქართველოს საძიებო ბურღვის სამმართველოს მბურღავის თანაშემწედ, შემდეგ უფროს ინჟინრად, ბურღვის ოსტატის თანაშემწედ, ბურღვის ოსტატად; 1978-1983წწ. - ს/გ "საქნავთობის" აღმოსავლეთ საქართველოს საძიებო ბურღვის სამმართველოს ტარიბანის რაიონული საინჟინრო სამსახურის უფროსის მოადგილე, უფროსი; 1983-1985წწ. - ს/გ "საქნავთობის" დასავლეთ საქართველოს საძიებო ბურღვის სამმართველოს უფროსი; 1985-1995წწ. - "საქნავთობის" ქართლის ბურღვის სამმართველოს უფროსი; 1995-1999წწ. - "საქნავთობის" საძიებო ბურღვის სამმართველოს ქართლის უბნის უფროსი; 1999-2005წწ. - "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოს უფროსი; 2005-2011წწ. - შპს "გლობალ ოილ ენდ ოფერეითინგ კომპანის" კონსულტანტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.375-376

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მენავთობე

Share: