Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ემზარ ჩაჩხიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ცაგერის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "ელექტროსადგურები" 1971 წელს. მუშაობა დაიწყო ლაჯანურჰესის კასკადის რიცეულაჰესის მორიგე მემანქანედ, შემდეგ საგზაო უბნის მუშად, ლაჯანურჰესის მორიგე ინჟინრად, ლაბორატორიის ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად, მექანიკური საამქროს უფროსად. სხვადასხვა წლებში იყო "საქმთავარენერგოს" ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის დისპეტჩერი, ლაჯანურჰესის კასკადის დირექტორი, "საქმთავარენერგოს" სარემონტო-სამრეწველო საწარმოს გენერალური დირექტორი, "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე, "ჟინვალჰესის" გენერალური დირექტორი, "საქენერგოს" გენერალური დირექტორი, შპს "საქგაზის" კონსულტანტი, შპს "ჟინერის" გენერალური დირექტორის მრჩეველი, შპს "ჟინერის" აღმასრულებელი დირექტორი, "ჟინვალჰესის" ტექნიკური დირექტორი, შპს "ტელ ინდასტრი ჯორჯიას"-ს გენერალური დირექტორი; 2006 წლიდან - "საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" ტექნიკური დირექტორის კონსულტანტი, ამავე კორპორაციის ჰესების მართვის მენეჯერი, ამავდროულად - შპს "ტელ ინდასტრი ჯორჯიას" დირექტორი. ავტორია მრავალი რაციონალიზატორული წინადადების, აგრეთვე გამოგონების. განახორციელა ლაჯანურჰესის უდაწნეო სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია, იმ დროისთვის უახლესი ტექნილოგიების გამოყენებით. მისი თაოსნობით შესრულდა რიონის ჰესის სრული გადაიარაღების პროექტი. ჟინვალჰესის წყალსაცავზე აშენდა ანანურის კომპლექსის დამცავი დამბა, რამაც ჟინვალჰესის წყალსაცავის ნიშნული 10 მ. გაზარდა. არჩეული იყო ცაგერის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. მიღებული აქვს მრავალი მადლობა და ჯილდო. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.377-378 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |