შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია ბოკუჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკუტეტი 1958 წელს; ასპირანტურა 1963 წელს. 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში ანალიზური ქიმიის კათედრაზე. მისი მონაწილეობით კათედრაზე შეიქმნა და დაინერგა ახალი ლაბორატორიული სამუშაოები, მისივე ავტორობით გამოიცა ანალიზური ქიმიის სახელმძღვანელო. 2000-2001წწ. პირველად საქართველოში სტუ-ში მიიღეს სტუდენტები ახალი სპეციალობის მიმართულებით "სამკურნალო კოსმეტიკური საშუალებების ტექნოლოგია", რისთვისაც ლ. ბოკუჩავამ მოამზადა და გამოსცა სახელმძღვანელოები; მისი კვლევის ძირითადი მეცნიერული მიმართულება იყო საქართველოს ბუნებრივი რესურსების - მინერალური, მათ შორის თერმული წყლების, სამკურნალო ტალახების, ბენტონიტური თიხების, ცეოლიტების, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების შესწავლა სამკურნალო-პროფილაქტიკური და სხვა სამეურნეო დანიშნულების მიზნით. ლ. ბოკუჩავამ აღადგინა ძველი სამკურნალო საშუალებები და შექმნა ახალი რეცეპტურა. 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის (მათ შორის პატენტის) ავტორი. 1994-1995წწ. მიენიჭა წლის საერთაშორისო ქალის წოდება. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (საკანდიტატო დისერტაცია დაიცვა 1965 წელს). წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.166-167 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |