Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ გრიგოლია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2008 წელს; კავკასიის უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის და ტემპუსის საერთო სამაგისტრო პროგრამა - შრომითი ურთიერთობები და ევროინტეგრაცია 2016 წელს. 2008–2009წწ. იყო ჰოლდინგი "GLG"-ს ბუღალტერი; 2009-2010წწ. შპს "ტობე"-ს ფინანსისტი; 2009-2010წწ. შპს "მოლზ ჯგფი" კომპანიის ფინანსისტი; 2009 წელს ა.ო "ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია სამართლიანობისთვის" (წეროვნის რესურს ცენტრი) პროექტის კოორდინატორი; 2010 წელს ა.ო "საზოგადოება სოციალური თანასწორობისთვის" პროექტი დევნილების რესოციალიზაცია - პროექტის მენეჯერი; 2011 წელს დევიდ ლინჩის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი; 2012-2013წწ. TV 9 (მეცრხრე არხი)-ს დილის გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი; 2013 წლიდან "საქართველოს პროგრესული ფორუმი" პროექტი "პროგრესული იდეების სკოლა" - დამფუძნებელი, პროექტის ხელმძღვანელი; 2016-2017წწ. საერთაშორისო ორგანიზაცია "სოლიდარობის ცენტრი" (solidarity center) მკვლევარი და პროექტების ხემლძღვანელი; 2017-2019წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე; 2019-2020წწ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე; 2020-2021წწ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს ფრაქვიის "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე; აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი, სარევიზიო კომისიის წევრი. საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით. საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |