შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ღაზაროს აღაიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბოლნისი, ახლანდელი ბოლნისის რაიონი. სწავლობდა თბილისში, ნერსესის სემინარიაში. 1867 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას საქართველოსა და სომხეთში. ავტორია ლირიკული ლექსებისა, პოემებისა ("ტორქ ანგეღი", 1888), საბავშვო ზღაპრებისა ("ბებია გულნაზის ზღაპრები", 1904). ღაზაროს აღაიანმა რომანში "ორი და" (1872) ასახა XIX საუკუნის 60-70-იანი წლების სომხური სოფლის ცხოვრება, ძველი მეურნეობის რღვევა, გლეხობის გაღატაკება და ბობოლების მომძლავრება. მემუარულ თხზულებებში "ჩემი ცხოვრების მთავარი ამბები" (ცალკე გამოცემა 1893) და "არათუნი და მანველი" (1867) გამოხატულია მწერლის მოწინავე შეხედულებანი. თარგმნიდა ა. პუშკინისა და ი. კრილოვის ნაწარმოებებს. იბრძოდა განათლების დემოკრატიზაციისათვის, მოითხოვდა სკოლის განთავისუფლებას სამღვდელოების გავლენისაგან. იყო კ. უშინსკის მიმდევარი, იცავდა აღზრდის ხალხურობის პრინციპს. ავტორია სომხური ენის სახელმძღვანელოებისა და პედაგოგიური სტატიებისა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელი ბოლნისში ღაზაროს აღაიანის სახლ-მუზეუმში, ყოველწლიურად ტარდება საიუბილეო ღონისძიება, რომელიც ღაზაროს აღაიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. გარდაიცვალა თბილისში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2.-თბ., 1977. - გვ.46; ღაზაროს აღაიანი // ოქტომბრელი. - თბილისი, 1940. - N10. - გვ.12-13 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |