The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ბაბუაძე

ნუგზარ ბაბუაძე
დაბადების თარიღი:29 მაისი, 1949
გარდაცვ. თარიღი:2016  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა: საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრონული ტექნიკის ინჟინრის კვალიფიკაციით 1971 წელს;პ თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი  1996 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა 1977 წელს.

წლების განმავლობაში პედაგოგირ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში; 1988 წელს აირჩიეს საკავშირო საკავშირო საპატენტო სამსახურის საქართველოს ცენტრის დირექორად; 1990-1992წწ. საქართველოს საპატენტო და სალიცენზიო ცენტის დირექტორი; 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს საპატენტო-სალიცენზიო სამმართველოს უფროსი; 1992-1993წწ. საქართველოს საპატენტო უწყების თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1994-1996წწ. საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი; 1996-1998წწ. კომპანია "საქართველოს საერთაშორისო ავიახაზების" პრეზიდენტი; 1998-1999წწ. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) ატაშე საქართველოს საელჩოში უზბეკეთსა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში; 1999-2000წწ. კორპორაცია "ჯორჯიან ინტელექტი" პეზიდენტი; 2003-2016წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი; 2014-2016წწ. სტუ-ის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1977), აკადემიური დოქტორი. პროფესორი.

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.159-160

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2002-)
  • საერთაშორისო სატრანსპორტო აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (2003-)
  • საქართველოს ეროვნული აკადემია, ნამდვილი წევრი (1996-)

გააზიარე: