Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჰოვნათან ჰოვნათანიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ჰოვნათან ჰოვნათანიანი-აკოფ ჰოვნათანიანის შვილი, მეფე ერეკლე II-ის სასახლის კარის მხატვარი. თავის მოწაფეებთან ერთად შეასრულა ეჩმიაძინის ტაძრის ახალი მხატვრობა. მისთვისვე შექმნა წმინდანთა გამოსახულებანი და კომპოზიციები სახარების თემებზე (ზეთი, ტილო; 1782-1786, ნაწილი სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი). სომეხ მხატვართა ოჯახის წარმომადგენელი. ცხოვრობდნენ XVII-XIX საუკუნეებში. ოჯახის უფროსი ჰოვნათან ნაღაში საქართველოს მეფის ვახტანგ VI-ის სასახლის კარის მხატვარი იყო. ნაღაშის შვილები აკოფ ჰოვნათანიანი (დ. 1692- გ. ?) და არუთინ ჰოვნათანიანი (დ. 1706 ან 1707 - გ. ?) და მოწაფეები უმთავრესად წიგნის ილუსტრაციაზე მუშობდნენ. მათ ნაღაშთან ერთად მოხატეს ეჩმიაძინის ტაძარი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში, გარდაიცვალა იქვე. ფერმწერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987. -გვ. 677
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |