The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გეგეჭკორი

გიორგი გეგეჭკორი
Date of birth:1958  (67 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1983 წელს.

1990-იანი წლებიდან აქტიურად მუშაობს სცენოგრაფიაშიც. გაფორმებული აქვს ოცზე მეტი სპექტაკლი. მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა 1990 წელს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა საგამოფენო დარბაზში. მომდევნო გამოფენათაგან აღსანიშნავია სოლო-ექსპოზიციები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (1999), თბილისის ხელოვნების სასახლეში (2017, 2019). მნიშვნელოვანი იყო სანტა ბარბარას სასახლეში (მადრიდი, ესპანეთი) გამართული მისი მონაწილეობით დუო-ექსპოზიცია – "ამონარიდები ორი იბერიის ისტორიიდა" ესპანელ მხატვარ აუგუსტო ფერერ დალმაოსთან ერთად. არის ფერწერის რეალისტური სკოლის მიმდევარი. შემოქმედების მთავარი თემაა პორტრეტი. მან სახელი გაითქვა ქართველ მეფეთა, საზოგადო მოღვაწეთა და ქართული თეატრის ცნობილ მსახიობთა პორტრეტული სერიებით. გოგი გეგეჭკორის მიერ შესრულებული პორტრეტები გამოფენილია საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, დადიანების სასახლის (ზუგდიდი), ეროვნული ბანკისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ინტერიერებში. თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი.

წყარო: ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 102-103

Member of Organizations

  • საქართველოს თეატრალური საზოგადოება , თავმჯდომარე (2017-)

Awards and Honors

  • 1993 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
    ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ალბერ კამიუს პიესა ''კალიგულას'' მიხედვით დადგმული სპექტაკლის სცენოგრაფიისთვის

Share: