The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი აბზიანიძე

გივი აბზიანიძე
Legal name:გიული აბზიანიძე
Date of birth:1 February, 1939
Date of death:6 March, 2024  (at 85 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ამაშუკეთი, ხარაგაულის რაიონი. 

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი 1962 წელს.

1963 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს "მთავარპოლიგრაფგამომცემლობის" ქუთაისის №5 სტამბაში საამქროს ოსტატად; ამავე წელს გადაიყვანეს საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილებაში ინსტრუქტორად; აქვე მუშაობდა განყოფილების გამგის მოადგილედ; 1973 წლიდან იყო ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, პირველი მოადგილე; შემდეგ აირჩიეს ქუთაისის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივნად; 1978 წლიდან მუშაობდა ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1983 წლიდან გადაიყვანეს საქართველოს კომპარტიის წყალტუბოს ზონის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1988 წლიდან იყო საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1989 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; სხვა საკითხებთან ერთად, მართავდა უცხოეთის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას. ასევე მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში სამმართველოს უფროსად, მთავარმომარაგების სახელმწიფო კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე.


Share: