The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის ჩიკვაშვილი

Date of birth:27 January, 1926  (99 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1949 წელს.

1950-1955წწ. მუშაობდა "საქწყალპროექტში" ინჟინერ-მგეგმარებლად; 1955-1959წწ. - საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის ასპირანტი (ლენინგრადი); 1960-1962წწ. - საქართველოს ბუნების დაცვის სამინისტროში განყოფილების გამგე; 1962 წლიდან - ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა თბილისის სამეცნიერო-კვლევით ინსიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1967 წლიდან - ლაბორატორიის გამგე; 1975 წლიდან - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრის გამგე. 1992 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო ძირითადად ეხებოდა ღია ნაკადების ჰიდრავლიკას, მდინარეთა მყარი ნატანის მოძრაობას, ნაგებობათა გამორეცხვის ადგილობრივ წინაღობებს სადაწნეო დინებისას და სხვა. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი ნაშრომი საბჭოთა და უცხოურ ჟურნალებში. არის 3 გამოგონების ავტორი. გამოსცა 4 მონოგრაფია, რომელიც შეეხება ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს, ჰიდროლოგიას. დაჯილდოებულია სახელმწიფო მედლებითა და სხვადასხვა სიგელებით. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1959), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1971).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.378-379

Bibliography


Share: