Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ალანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხობი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1998 წელს; თბილისის იურიდიული ინსტიტუტი 1999 წელს. 1997-2000წწ. მუშაობდა საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე, ჯერ იუსტიციის სამინისტროში, შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში; 1996 წლიდან ჩართულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის მუშაობასა და კვლევებში. ამავე წლიდან იყო სტუ-ის ალპური კლუბისა და ალოინისტთა ჯგუფის წევრი. უნივერსიტეტის სახელით შესრულებული აქვს მრავალი ასვლა კავკასიონზე; არის OSCE-ს ექსპერტთა სპეციალური ჯგუფის წევრი, 2015 წლიდან BORDERPOL-ის საკონსულტაციო საბჭოს საპატიო წევრი, 2016 წლიდან ეუთოს ექსპერტთა ჯგუფის წევრი. მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში როგორც მოწვეული მომხსენებელი, ექსპერტი ან / და სპეციალისტი. განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია სხვადასხვა ქვეყნის მედლებითა და სამკერდე ნიშნებით; 2018 წლიდან იგი არის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც კითხულობს ლექციებს სამაგისტრო პროგრამაზე. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნებში ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. სამართლის მაგისტრი, მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი. წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ. 25
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |