შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ჟორჟოლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით 2014 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრი, (კერძო სამართლის სპეციალიზაცია) 2016 წელს; 2010-2012წწ. იყო კავშირი "ადამიანი კანონი თავისუფლება"-ს სტაჟიორი; 2011 წელს საქართველოს ბავშვთა ფედერაცია ლიდერ ინსტრუქტორი; 2013-2016წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლებრივი კონსულტანტი; 2014-2016წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ქსელის" პროექტის "ნაფიცი მსაჯულები სისხლის სამართლის პროცესში" დირექტორი; 2014-2015წწ. იურიდიული კომპანია "Professional Lawyer’s Company (PLC)"-ს იურისტი; 2014-2016წწ. საქართველოს მედიაციის ცენტრის მედიატორი; საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთ-ერთი წევრი და დამფუძნებელი; 2015-2016წწ. იურიდიული კომპანია "მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები" უფროსი იურისტი; 2015-2016წწ. შპს "ენერგო ინვესტი"-ს იურიდიული სამსახურის უფროსი; 2016 წელს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი კოლექტიურ შრომით დავებში; 2016 წლიდან სსიპ "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი"-ს იურიდიული მიმართულების მოწვეული ტრენერი; 2016-2017წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი; 2017 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2017 წელს საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება" აპარატის უფროსი; 2021 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი; 2017-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი; 2017-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე; აქტივობა: იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, გარემოს დაცვის კომისიის წევრი; საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". წყარო: ქ. თბილისის მერია: tbsakrebulo.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |