The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფი

რაფი
ოფიციალური სახელი:აკოფ მელიქ-აკოფიანი
სხვა სახელი:ჰაკობ მელიქ-ჰაკოფიანი
დაბადების თარიღი:1835
გარდაცვ. თარიღი:6 მაისი, 1888  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ირანი.

დაიბადა ვაჭრის ოჯახში. ერთ დროს სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. მოგზაურობდა ირანში, რუსეთსა და თურქეთში.

1860 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი. მუშაობდა მასწავლებლად, მაღაზიაში კლერკად. 70-იანი წლების ბოლოს თანდათან მოიპოვა პოპულარობა, როგორც რომანისტმა. გამოქვეყნებული აქვს ეთნოგრაფიული და მხატვრული ნარკვევები (ძირითადად სპარსული ცხოვრების ამსახველი) - "ჰარემი", "ხასფუში", "ბიბი შარაბანი", "ხაჩაგოხის დღიური", "წერილები სპარსეთიდან" (გამოქვეყნდა 1872 წელს გაზეთ "მშაკში"), "ოქროს მამალი" (აღწერილია ვაჭრთა კლასის უარყოფითი ასპექტები), "განწირული", "სასაკლაო" (აღწერილია ქალაქის საავადმყოფოს მდგომარეობა). რაფის რომანები და მოთხრობებია:  "ჯალალედინი", "ხენტი", "ნაპერწკლები", "სამუელი", "დავით-ბეკი", რომლებიც ასახავდა სომხების ყოფა-ცხოვრებას და გაჭირვებას. 1881 წელს რაფიმ მოიარა ყარაბაღის ისტორიული ადგილები. ამ მოგზაურობის შემდეგ გამოაქვეყნა წიგნი "მელიქსტვო ხამსა", რომლის შესახებ თავად რაფიმ დაწერა შემდეგი: "ეს წიგნი ჩემი შემოქმედების გვირგვინია, ამით გავაცოცხლე დიდი ხნის დაკარგული და დავიწყებული ისტორია, დავამტკიცე, რომ სომხური სამთავროები არსებობდნენ. ჩვენს საუკუნემდე დიდი ხნით ადრე". გარდაიცვალა თბილისში.

წყარო: ელექტრონული ბიბლიოთეკა ArmenianHouse.org: სომხური ლიტერატურა, სომხეთის ისტორია და ზოგადად ყველაფერი, რაც ეხება სომხებს და სომხეთს: armenianhouse.org

ბიბლიოგრაფია

  • ხენთი : რომანი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 287გვ.
  • ოქროს მამალი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964. - 288გვ.

გააზიარე: