Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ერიციანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის ნერსესის სასულიერო-საერო სასწავლებელში, შემდეგ რუსულ გიმნაზიაში. 1866–1867 წლებში გ. ტ. ალექსანდრიანთან ერთად გამოსცემდა გაზეთ "ვაჭარაკანს" (ვაჭარი). თანამშრომლობდა თბილისში გამომავალ სომხურ ჟურნალ-გაზეთებთან: "კრუნქ ჰაოც აშხარჰ" ("სომხეთის ქვეყნის წერო"), "მეღუ ჰაიასტან" ("სომხეთის ფუტკარი"), აგრეთვე რუსულენოვან "Кавказ"-ში და სხვ. აგროვებდა და აქვეყნებდა XIX საუკუნის კავკასიის ხალხთა სოციალურ-ეკონომიკურ და ისტორიულ მასალებს. პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული წერილებიდან ქართულ-სომხური ისტორიის ურთიერთობის თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს მისი წერილები: "ახტალის მონასტერი", "გრაფ ლორის-მელიქიანის გვარტომობისათვის", "თბილისელი სომხები და მისი სტატისტიკა" და სხვ. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, უერთდებოდა სომეხ პუბლიცისტ-პოლიტიკოსების ერთი ნაწილის მიერ გაშლილ იმ კამპანიას, რომელიც საქართველოში სომეხთა მექანიკური სიმრავლის შექმნით ცდილობდა ქართულ მიწებზე თავისი "ისტორიული უფლების მტკიცებას". მათ აღწერეს ქართლ-კახეთის სომხებად მიჩნეული მოსახლეობა და სია ჟურნალ "მურჭში" ("ურო") გამოაქვეყნეს, უწოდეს რა ამ მოსახლეობას "ვრაც ხოს ჰაიოც" ქართულად მოლაპარაკე სომხები. რამდენადაც მოკამათე სომხური მხარისათვის მთავარი იყო თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში სომეხთა სიჭარბის შთაბეჭდილების შექმნა, ყველა ტრიბუნიდან, ხელაღებით, უარყოფდნენ როგორც ქართველ კათოლიკეების, ისე სომხური სარწმუნოების მქონე ქართველთა კრებულის არსებობის ფაქტსაც კი. ერიციანის წერილში სომხური სარწმუნოების ქართველთა საზოგადოება მთლიანად იყო მიკუთვნებული სომხეთის ეთნოსს. 1871 წლის გაზაფხულზე არქეოლოგიური მისიით იმყოფებოდა ლორეში, რომლის დროსაც დებედის აუზში მოინახულა 36 სოფელი და 29 მონასტერი. აიღო 400-მდე წარწერის ასლი, შეისწავლა ლორის სომხების კილო და გამოიკვლია 8 გამოქვაბული კომპლექსი, რომელიც მდებარეობდა აღპათის, სანაინის, ვარნაკის სოფლების მახლობლად. გამოქვაბულებში აღმოაჩინა ხელნაწერთა ბიბლიოთეკა. აღნიშნული მოგზაურობის გამოქვეყნებას ის გეგმავდა თავის წიგნში "Археология древной провинции Армении - Гугарк". 1872 წლის მაისში განახორციელდა მისი მესამე არქეოლოგიური ექსპედიცია, თან ახალდა ფოტოგრაფი ე. ვესტლი. გადაიღეს ახტალის, აღპათის, სანაინის, უძის, ქობაირის, დისეგის, ჰნევანქის და წუღრუღაშენის მონასტრების 25 ფოტო. 1872 წელს ფოტოები წარმოდგენილი იყო მოსკოვის პოლიტექნიკურ გამოფენაზე. ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები სოფელ აღპათსა და ქობაირში. მოიარა მრავალი სოფელი და არქიტექტურული ძეგლები: ჰუჯაბი, წუღრუღაშენი, ბოლნისის სიონი. ალექსანდრე ერიციანის (ერიცოვი) სტატია: "უკანასკნელი შთამომავალი მეფის სახლობისა" დაბეჭდილია სომხურ ჟურნალ "არძაგანქში", აგრეთვე კრებულში: "სახსოვარი ბატონიშვილის ალექსანდრეს ძის ირაკლის გარდაცვალებაზე". შეკრ. და გამოც. ზაქარია ჭიჭინაძის მიერ. თბ., 1882. (გაზეთი ქართული წიგნი. თბილისი, 2001. აპრილი, N4, გვ.11). Ерицев А., Раскопки на Дигомском могильнике, Труды Предвაрительного комитета V археологического съезда, М., 1879. არმენოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.65
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |