შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჭონქაძე![]()
ბიოგრაფიაიყო საკმაოდ განათლებული, აქტიური პიროვნება; დაობლების გამო აღზარდა მამიდა ეკატერინემ; წლების განმავლობაში მუშაობდა დუშეთის მაზრაში ჯერ ბოქაულად, შემდეგ - მაზრის უფროსის თანაშემწედ; სიცოცხლის ბოლოს იყო მომრიგებელ-მოსამართლედ ახალქალაქში; იმდროინდელი პრესის მიხედვით ირკვევა, რომ იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი; ზრუნავდა დუშეთის მოსახლეობისათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობაზე; ცოლად ჰყავდა მარიამ ფომინა. დაკრძალეს ახალქალაქში, ამჟამად საფლავის ზუსტი ადგილის დადგენა ჭირს. ცნობილი ქართველი მწერლისა და პედაგოგის - დანიელ ჭონქაძის შვილი.
წყარო: დანიელ ჭონქაძის ცხოვრება და შემოქმედება / მიხეილ ჭონქაძე.-თბ., 2023.-გვ.6-9; დანიელ ჭონქაძე (1830-1860) / ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. 15 / იუზა ევგენიძე. თბ., 2000.-გვ.108-116
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |