The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანა გოგოლაძე

ანა გოგოლაძე
Date of birth:4 November, 1992  (32 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა 2015 წელს; გრონინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები)​ სამაგისტრო პროგრამის მაგისტრი 2017 წელს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა 2019 წელს; ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის (გერმანია), ვიზიტორი მკვლევარი 2021 წელს; 2019 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
პოლიტიკის მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა (დოქტორანტი).

მონაწილეა საგანმანათლებლო პროექტების, ტრენინგებისა და კონფერენციების: 2017 წელს ევროპარლამენტისა და რობერტ შუმანის ინსტიტუტის საპარლამენტო მრჩევლების სასწავლო ვიზიტი ევროპარლამენტში (ბელგია); 2017-2018წწ. გავლილი აქვს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI Georgia) პოლიტიკური პროცესების გაძლიერების პრაქტიკული კურსი; 2018 წელს კრინიცას ეკონომიკური ფორუმის (პოლონეთი) მონაწილე; 2018 წელს რობერტ შუმანის ინსტიტუტის მომხსენებელი კონფერენციაზე "Vision for Europe 2019" (უნგრეთი); 2018 წელს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სასწავლო კურსი: ფისკალური პოლიტიკის ანალიზი და დაგეგმვა; 2019 წელს კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის (KAS) სასწავლო კურსი "Policy Research for Informed Decision Making"; 2019-2020წწ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა; 2021 წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) პოლიტიკოსი ქალების აკადემია (თურქეთი); 2022 წელს Eurasian Academic Anti-Corruption Network სასწავლო პროგრამა: კორუფციის რისკებისა და კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმები (მოლდოვა).  

2015-2017წწ. იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი; 2017-2020წწ. საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ფრაქციის თანამშრომელი, ეკონომიკური ანალიტიკოსი; 2018 წლიდან შავი ზღვის საერთაშორიოს უნივერსიტეტი მოწვეული ლექტორი (საბაკალავრო საფეხურზე); 2018 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე); 2021-2022წწ. პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში; 2022 წლიდან პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სტრატეგიული განვითარებისა და რეფორმების მდივანი; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე. აქტივობა: ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის მოადგილე, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი. საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით. საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


Share: