Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ბანძელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1964 წელს. 1959-1961წწ. მუშაობდა თბილისის ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1961-1967წწ. ულიანოვსკის მართვის გამოთვლითი მანქანების ქარხანაში რიგითი ინჟინრიდან უფროსი ინჟინრის თანამდებობამდე; 1967-1968წწ. თბილისის ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ლაბორატორიის გამგედ, შემდგომ განყოფილების გამგედ; 1968 წლიდან ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა ქ. ახავაზის (ირანი) ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე, სადაც თავი გამოიჩინა, როგორც სანიმუშო ორგნიზატორმა. ის უშუალოდ მონაწილეობდა ატომური სადგურის ტექნოლოგიური პროცესის მართვის სისტემების გამოთვლითი მანქანების გაწყობა-გამართვის სამუშაოებში; თ. ბანძელაძე იყო მრავალი გამოგონებისა და რაციონალური წინადადების ავტორი, დაჯილდოებულია სახელმწიფო მედლებითა და სიგელებით. წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ. 161 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |