The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სპარტაკ ბუკია

სპარტაკ ბუკია
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1970
გარდაცვ. თარიღი:2019  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხობი. 

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სოფლის მეურნეობის ეკონომიკის სპეციალობით 1995 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტურანტურა 2018 წელს.

1996-19998წწ. მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში ჯერ ექსპერტ-კონსულტანტად, შემდგომ - წამყვან სპეციალისტად; 1997-1998წწ. - პარლამენტის აპარატის უფროსად ჯანდაცვისა და სოციალურ საკითთხთა კომიტეტში; 2010-2011წწ. შპს "დეჰაგეში" ქსელის ფინანსურ მენეჯერად და ქსელის დირექტორად; 2015-2017წწ. იყო ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის მრჩეველი, ხოლო-2018-2019წწ. სურამის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი; 2018 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. ტექნიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.167


გააზიარე: