შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიზო ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1952 წელს. 1952-1958წწ. - დნეპროძერჟინსკისა და რუსთავის მეტალურგიულ კომბინატებში ინჟინერ-ენერგეტიკოსი; 1958-2002წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში განვლო გზა ასისტენტობიდან პროფესორის თანამდებობამდე. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1973). მოღვაწეობდა ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრაზე სხვა ცნობილ მეცნიერებთან და სპეციალისტებთან ერთად; უდიდესი შრომა გასწია ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლების როგორც ფუნდამენტური საინჟინრო დისციპლინის სასწავლო-ლაბორატორიული და სამეცნეირო-კვლევით ბაზის განახლებისა და გაძლიერებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ელექტროტექნიკის თორიულ საფუძვლებში საზღვარგარეთის ცნობილ მეცნიერთა სახელმძღვანელოების თარგმნის საქმეში, რამაც უდიდესი სამსახური გაუწია სტუდენტ-ენერგეტიკოსთა მრავალ თაობას. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.382 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |