შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ გეგეჭკორი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1960 წელს და ასპირანტურა მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე 1967 წელს. 1960-1965წწ. მუშაობდა კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1979 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე დოცენტად, ხოლო 2001 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 2009 წელს მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე პროფესორ გ. ბოკუჩავასთან ერთად ჩამოაყალიბა ოპტიმიზაციის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, სადაც აღზარდა არაერთი ახალგაზრდა სპეციალისტი; 1980-1983წწ. მოღვაწეობდა ალჟირის სახალხო რესპუბლიკაში, ხოლო 1993-1997წწ. - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. სიანანში, სადაც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა სალექციო კურსს მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის შესახებ, ასევე ხელმძღვანელობდა სპეციალისტების სამეცნიერო სამუშაოებს. მას ეკუთვნის სამოცზე მეტი სამეცნიეო ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, რომელთა შორის ექვსი სახელმძღვანელოა. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1975), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი. წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.170 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |