Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა მარდი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლაილაში, ცაგერის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი 1959 წელს. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ლენინგრადში 1962 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია, კიევში, 1967 წელს. 1974 წელს შალვა მარდის ოჯახი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ძალიან მალე, 1977 წელს იგი მიწვეულ იქნა შვეიცარიაში, სადაც გააფორმა ხელშეკრულება შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანიასთან "Solco Basel AG", დერმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. შვეიცარიაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგად დააპატენტა ფარმაცევტული პრეპარატი Mardi-derm კანის სიმსივნის, ხოლო Mardi-gin ლორწოვანი გარსების სამკურნალოდ. "Solco Basel AG"-ში მუშაობის დასრულების შემდეგ 1982 წლიდან თანამშრომლობდა შვეიცარიის კვლევით ინსტიტუტებთან, კლინიკებთან და სამედიცინო ცენტრებთან. დერმატო-ონკოლოგიის დარგში მიღწეული წარმატებული მკურნალობისათვის, საფრანგეთში ჩატარებულ XX მსოფლიო კონგრესზე პროფესორი შლვა მარდი მიჩნეულ იქნა საერთაშორისო მასშტაბის ერთ-ერთ თვალსაჩინო სპეციალისტად დერმატოლოგიაში, იყო კანის კიბოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ ბრძოლის საერთაშორისო პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი (WHO-ს ფარგლებში). შალვა მარდი იყო ისრაელისა და შვეიცარიის მოქალაქე; 1975 წლიდან - იერუსალიმის საპატიო მოქალაქე; 1976 წელს გახდა წლის ადამიანი ისრაელში; საქართველოს ერთ-ერთი პიკი (კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალი) მის სახელს ატარებს. 2003 წლის 22 იანვარს დამტკიცდა საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარედ. იგი იყო 2003 წლის 12 მაისს სემკ-ის ეგიდით პირველი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი. ქუთაისში არის მისი სახელობის მუზეუმი. შალვა მარდი ავტორია მრავალი აღმოჩენებისა მედიცინისა და კოსმეტიკის სფეროში. გარდა ამისა ის იყო მხატვარი და თვითნასწავლი მოქანდაკე, წერდა მუსიკას. მინიჭებული აქვს იმუნორეაბილიტაციის საერთაშორისო გაერთიანების საპატიო პროფესორის, რუსეთის სამხედრო აკადემიის პროფესორის და საპატიო დოქტორის წოდება. შალვა მარდი გარდაიცვალა 2019 წელს, შვეიცარიაში. მისი ნეშტი მიაბარეს შვეიცარიის ებრაელთა სასაფლაოს. წყარო: საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი: georgianjews.org Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |