The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა მარდი

შალვა მარდი
სხვა სახელი:შალვა მარდაიხაიშვილი
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1933
გარდაცვ. თარიღი:2019  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:შვეიცარია (ებრაელთა სასაფლაო)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლაილაში, ცაგერის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი 1959 წელს. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ლენინგრადში 1962 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია, კიევში, 1967 წელს.

1974 წელს შალვა მარდის ოჯახი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ძალიან მალე, 1977 წელს იგი მიწვეულ იქნა შვეიცარიაში, სადაც გააფორმა ხელშეკრულება შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანიასთან "Solco Basel AG", დერმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. შვეიცარიაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგად დააპატენტა ფარმაცევტული პრეპარატი Mardi-derm კანის სიმსივნის, ხოლო Mardi-gin ლორწოვანი გარსების სამკურნალოდ. "Solco Basel AG"-ში მუშაობის დასრულების შემდეგ 1982 წლიდან თანამშრომლობდა შვეიცარიის კვლევით ინსტიტუტებთან, კლინიკებთან და სამედიცინო ცენტრებთან. დერმატო-ონკოლოგიის დარგში მიღწეული წარმატებული მკურნალობისათვის, საფრანგეთში ჩატარებულ XX მსოფლიო კონგრესზე პროფესორი შლვა მარდი მიჩნეულ იქნა საერთაშორისო მასშტაბის ერთ-ერთ თვალსაჩინო სპეციალისტად დერმატოლოგიაში, იყო კანის კიბოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ ბრძოლის საერთაშორისო პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი (WHO-ს ფარგლებში). შალვა მარდი იყო ისრაელისა და შვეიცარიის მოქალაქე; 1975 წლიდან -  იერუსალიმის საპატიო მოქალაქე; 1976 წელს გახდა წლის ადამიანი ისრაელში; საქართველოს ერთ-ერთი პიკი (კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალი) მის სახელს ატარებს. 2003 წლის 22 იანვარს დამტკიცდა საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარედ. იგი იყო 2003 წლის 12 მაისს სემკ-ის ეგიდით პირველი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი. ქუთაისში არის მისი სახელობის მუზეუმი. შალვა მარდი ავტორია მრავალი აღმოჩენებისა მედიცინისა და კოსმეტიკის სფეროში. გარდა ამისა ის იყო მხატვარი და თვითნასწავლი მოქანდაკე, წერდა მუსიკას. მინიჭებული აქვს იმუნორეაბილიტაციის საერთაშორისო გაერთიანების საპატიო პროფესორის, რუსეთის სამხედრო აკადემიის პროფესორის და საპატიო დოქტორის წოდება. შალვა მარდი გარდაიცვალა 2019 წელს, შვეიცარიაში. მისი ნეშტი მიაბარეს შვეიცარიის ებრაელთა სასაფლაოს.

წყარო: საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი: georgianjews.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის დერმატოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • დერმატოლოგთა საერთაშორისო გაერთიანების მმართველობა, წევრი
  • ევროპის დერმატოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • კანის დაავადებების კვლევის ევროპული გაერთიანება, წევრი
  • კანის ქირურგიის საერთაშორისო გაერთიანება, წევრი
  • კოსმეტიკური დერმატოლოგიის საერთაშორისო გაერთიანება, წევრი
  • კოსმეტიკური დერმატოლოგიის საერთაშორისო გაერთიანება, წევრი
  • რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • იმუნორეაბილიტაციის საერთაშორისო გაერთიანების საპატიო პროფესორი
  • რუსეთის სამხედრო აკადემიის პროფესორი და საპატიო დოქტორი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: