The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გაბი ელაშვილი

Date of birth:27 February, 1945  (80 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1968 წელს.

მუშაობდა კულაშის პოლიკლინიკაში ექიმ-პედიატრად. 1969-1975 წლებში მუშაობდა აბაშის რაიონში. 1969 წელს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კათედრის ბაზაზე გაიარა სპეციალიზაცია. 1972 წელს კვალიფიკაცია აიმაღლა მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის საბაზო 67-ე საავადმყოფოში. 1974 წელს პლასტიკური ოპერაციების მეთოდების ათვისების მიზნით კვალიფიკაცია აიმაღლა თბილისში. 1969-1975 წლებში მუშაობდა აბაშის რაიონში. მის მიერ დანერგილ იქნა  პლასტიკური ოპერაციების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობის  ახალი ფორმები. 1975 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში. მუშაობა დაიწყო ბელინსონის საავადმყოფოში განყოფილების გამგედ, სადაც მუშაობდა 1993 წლამდე. პარალელურად ეწეოდა კერძო პრაქტიკას. მისი ინიციატივით 1993 წელს გაიხსნა პლასტიკური ოპერაციების ცენტრი, ე.წ. "დოქტორ-ცენტრი". ღვაწლმოსილ სპეციალისტს 10 000-ზე მეტი ოპერაცია აქვს ჩატარებული.

წყარო: საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი: georgianjews.org; კულაშელი ქირურგი : ინტერვიუ / გაბი ელაშვილი; ესაუბრა ი. აბაშიძე // მენორა. - თბილისი, 2003. - 15-31 იანვარი. - N2. - გვ.7


Share: