Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალომ დავითი![]()
Biographyდაიბადა და იზრდებოდა ქართველ ებრაელთა უდიდესი სულიერი წინამძღოლის, რაბი ყიმანუელის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1972 წელს, ისრაელში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ დაამთავრა ბარ-ილანის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი სპეციალობით - იუდაიზმი. 1972 წელს შალომ დავითმა ქართულ ენაზე გამოუშვა ჟურნალი "იუდაიზმის ხმა", რომელსაც 1972-1985 წლებში ჰყავდა უამრავი მკითხველი. მისივე ინიციატივით და რედაქტორობით 1988-1996 წლებში, გამოდიოდა გაზეთი "მოამბე" ქართულ ენაზე. შალომ დავითის ინიციატივით დაარსებულ იქნა საქართველოდან გამოსულ მწერალთა კავშირი, რომლის პირველ თავჯდომარედ იგი აირჩიეს. 1972 წელს იყო "აგუდათ ისრაელის" - საბჭოთა კავშირიდან გამოსულ ებრაელთა აბსორბციისა და ინტეგრაციის განყოფილების გამგე. 1977-1982 წლებში იყო რადიოსადგურ "ქოლ ისრაელის" რედაქტორი და დიქტორი. 1982-1984 წლებში ლექციებს კითხულობდა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. 1987-1991 წლებში იყო რელიგიის მინისტრის მრჩეველი, 1995 წლიდან კი ქ. ხულონის მუნიციპალიტეტის კაბინეტის წევრი, 1991-1995 წლებში - ისრაელის კულტურისა და განათლების მინისტრის მრჩეველი. 1989, 1990, 1993 და 1999 წლებში შალომ დავითი მიწვეული იყო საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე "ბიბლიისა და მეცნიერების შეხების წერტილები". მან ქართულ ენაზე თარგმნა ძველი ფილოსოფოსების შრომები, აგრეთვე შუა საუკუნეების ებრაული პოეზია. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია კანონიკური ლოცვებისა და ბიბლიის თარგმანები. 1966 წელს საქართველოს ებრაული კულტურის ცენტრმა ქართულ ენაზე გამოსცა თორის პირველი ილუსტრირებული გამოცემა შალომ დავითის თარგმანით და რედაქციით. 2003 წლის 22 იანვარს საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესმა შალომ დავითი დაამტკიცა კონგრესის თანათავჯდომარეს მოადგილედ და განათლებისა და ისტორიული მემკვიდრეობის კომისიის ხელმძღვანელად. წყარო: საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი: georgianjews.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |