შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ დემეტრაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1957 წელს. 1957-1964წწ. მუშაობდა ქ. რუსთავის მეტაურგიულ კომბინატში, სადაც იყო ოსტატის თანაშემწე, უბნის უფროსი, საამქროს უფროსის მოადგილე; 1964-1968წწ. რუსთავის ამწე მანქანების ქარხნის მთავარი ინჟინერი; 1968-1973წწ. სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო "ანალიზხელსაწყოს" საცდელი ქარხნის მთავარი ტექნოლოგი; 1973 წლიდან შრომით საქმიანობას აგრძელებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საპატენტო-სალიცენზიო სექტორის უფროსად, სამეცნიერო სამუშაოების განყოფილების გამგის მოადგილედ, უფროსად. არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. დაჯილდოებული იყო სხვადასხვა მედლით. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.179 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |